In Vitro

invitro2სამკურნალო დიაგნოსტიკურ კლინიკა “ჯანმრთელობის სახლში” In Vitro განაყოფიერებას ისრაელის “SHEBA” კლინიკის პროფესორი დორი ატარებს.

უნაყოფობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. საქართველოში, დაახლოვებით 30 000 წყვილი დგას აღნიშნული ფაქტის წინაშე. უშვილობის დასაძლევად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მეთოდი ხელოვნური განაყოფიერებაა.

სამკურნალო დიაგნოსტიკურ კლინიკა “ჯანმრთელობის სახლში” ფუნქციონირებს In Vitro ექსტრაკორპორალური განაყოფიერების განყოფილება, რომლის პარტნიორიც არის ევროპისა და აზიის ქვეყნებში ერთ-ერთი წამყვანი, ისრაელის “SHEBA” კლინიკის რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ინ ვიტრო განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი დორი, მაღალი კვალიფიკაციის ემბრიოლოგებთან ერთად.

“ჯანმრთელობის სახლში”, ქვეყნიდან გაუსვლელად, შეგიძლიათ მიიღოთ მაღალკვალიფიციური პერსონალისაგან კონსულტაცია და საჭირო მკურნალობა, გაცილებით ნაკლები ფინანსური დანახარჯით, ვიდრე ეს ხდება საზღვარგარეთ გამგზავრების შემთხვევაში.

სამკურნალო დიაგნოსტიკურ კლინიკა “ჯანმრთელობის სახლში” ისრაელიდან ჩამოსულია სპეციალისტთა გუნდი პროფესორ დორის ხელმძღვანელობით, რომლებიც უნაყოფო წყვილებს ჩაუტარებენ In Vitro განაყოფიერებას.

მსურველებმა კონსულტაციისათვის სასწრაფოდ უნდა მიმართონ სამკურნალო-დიაგნოსტიკურ კლინიკა “ჯანმრთელობის სახლს”, რადგან მოხდეს წყვილების მომზადება In Vitro განაყოფიერებისთვის.

invitro1ისრაელის მხარესთან თანამშრომლობა ორიენტირებულია მომავალში ადგილობრივი კადრების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. კლინიკა “ჯანმრთელობის სახლი” უნაყოფობის გამომწვევ პრობლემას მკურნალობს, როგორც ქალის ასევე მამაკაცის შემთხვევაში. სამკურნალო-დიაგნოსტიკურ კლინიკა “ჯანმრთელობის სახლში” დაგხვდებათ მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა გუნდი, რომლებიც ულტრათანამედროვე ტექნიკისა და ტექნოლოგიების საშუალებით მზად არიან მოემსახურონ უშვილო წყვილებს, უზრუნველყონ მათი
კონსულტაცია,საჭიროების შემთხვევაში ჩატარდეს ინ ვიტრო განაყოფიერება. შემდეგ მოხდეს ორსულობის პატრონაჟი და მშობიარობა.

კლინიკის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი – ამირან ქორიძე: “ვცდილობთ, ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ უშვილობის პრობლემის დაძლევაში.”

მისამართი: ქ.თბილისი, წინანდლის ქ. #9
I კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია, კლინიკა “ჯანმრთელობის სახლი”
ტელ: (995 32) 2 77 19 06; 2 77 19 07, 577 42 12 01 სოფიო კვალიაშვილი