მომსახურება

გინეკოლოგია

featured_ginecologyჯანმრთელობის სახლში წარმოებს ორსულთა პატრონაჟი. ორსულის აღრიცხვაზე აყვანა ხდება ადრეულ ვადებზე (6-7 კკვირა).

პირველ ვიზიტზე წარმოებს მათი სრული კლინიკო-ლაბორატურიული გამოკვლევა და სპეციალისტთა კონსულტაცია. (თერაპევტი, ენდოკრინოლოგი, ოკულისტი, ნერვოპათოლოგი, ალერგოლოგი). განსაკუტრებული ყურადღება ექცევა  ორსულთა სკრინგს ფარულ ინფექციებზე და ფოსფოლიპიდური სინდრომის მაჩვენებლების შესწავლას, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი გართულებები.

ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობისას მეთვალყურეობა წარმოებს თვეში ერთხელ 30 კვირამდე. 30 კვირის შემდეგ ორსულის მათვალყურეობა წარმოებს ყოველ ორკვირაში. 28-30 კვირიდან ორსულებს უტარდებათ კარდიოტოკოგრაფიული კვლევა და საჭიროების შემთხვევაში (ნაყოფის ჰიპოქსია, ფეტოპლაცენტარული უკმარისობა) სათანადო მკურნალობა  დღის სტაციონარში.

ჯანმრთელობის სახლში წარმოებს გინეკოლოგიური დაავადებების (კოლპიტი,საშვილოსნოს ყელის ეროზია, საშვილოსნოს დანამატების ანთება) კვლევა და მკურნალობა. წარმოებს  საშვილოსნოს ღრუსა და საშვილოსნოს ყელის ეროზია,საშვილოსნოს დანამატების ანთება) კვლევა და მკურნალობა.წარმოებს საშვილოსნოს ღრუსა და საშვილოსნოს ყელის სადიაგნოსტიკო გამოფხეკა მასალის შემდგომი ჰისტოლოგიური შესწავლით. ასევე, საშვილოსნოს ყელის კოლპოსკოპიური კვლევა, დაზიანებული უბნიდან ბიოფსიური მასალის აღება შემდგომი მორფოლოგიური კვლევისა და სათანადო მკურნალობის მიზნით. ჭარმოებს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების დროს კრიოდესტრუქცია, კვერცხსავალი მილების გამტარიანობის დადგენა და მკურნალობა.

სტაციონარი

featured_hospitalჩვენი კლინიკის სტაციონარული განყოფილებები – სამშობიარო, ოპერაციული გინეკოლოგია, ქირურგიული –განკუთვნილია  მხოლოდ  ქალებისთვის, რაც საშუალებას გვაძლევს  შევუქმნათ პაციენტებს სრულიად განსხვავებული ფსიქოლოგიური კლიმატი: ერთსაწოლიანი პალატები, ინდივიდუალური სანიტარული კვანძებითა და  კომუნიკაციის ყველა საშულებით, სრული უზრუნველყოფა მედიკამენტებით, პირადი მოხმარების საგნებით, სამჯერადი კვებით,  უმაღლესი დონის კომფორტს ქმნის. სამშობიარო ბლოკი, ახალშობილთა პალატა, საოპერაციო ბლოკები, ინტენსიური თერაპიის პალატა, აღჭურვილია უცხოური წარმოების თანამედროვე აპარატურით. წარმატებით ტარდება ყველა სახის გინეკოლოგიური ოპერაციები როგორც ტრადიციული, ისე ლაპარასკოპიული მეთოდით: საშოსა და მუცლის წინა კედლის პლასტიკა, ოპერაციები სარძევე ჯირკვალზე.

ლაპარასკოპიული ქირურგია: ნაღვლის ბუშტის, აპენდიციტის, თანდაყოლილი და პოსტოპერაციული თიაქრების ქირურგიული მკურნალობა ტრადიციული და ლაპარასკოპიული მეთოდით, უცხოური წარმოების ბიოლოგოური ბადეების გამოყენებით. სტაციონერს  ემსახურება გულისხმიერი, გამოცდილი, მარალი კვალიფიკაციის მედ. პერსონალი. ყველაფერი ეს წარმატებული მკურნალობის გარანტია!

ოპერაციული გინეკოლოგია: წარმოებს ყველა სახის გინეკოლოგიური ოპერაციაბი: ყელისა და საშოს კედლების პლასტიკა, საშვილოსნოს გარე ორსულობა, საკვერცხის კისტა, საკვერცხეების პოლიკისტოზი, (რაც ხშირ შემთხვევაში უშვილობის მიზეზს წარმოადგენს), საშვილოსნოს მიომა. ახალგაზრდა ასაკში   ორგანოს შენარჩუნების მიზნით წარმოებს კონსერვატიული მიომექტომია, რაც საშუალებას გვაძლევს შევუნარჩუნოთ პაციენტს შვილოსნობის ფუნქცია. აღნისნული ოპერაციები წარმოებს როგორც ტრადიციული, ასევე ლაპარასკოპული მეთოდით.

მამოლოგია

featured_mammologyჩვენს სტაციონარში წარმოებს სარზევე ჯირკვლის პათოლოგიების დიაგნოსტიკა და მკურნალობა,მათ შორის ქირურგიულიც. არსებული პათოლოგიების დროული გამოვლენა თავიდან აგვაცილებს ისეთი მრისხანე დაავადებას, როგორიცაა ძუძუს კიბო, რომელიც სულ უფრო ხშირად გვხდება ახალგაზრდა ასაკში. პაციენტებს განემარტებათ თვითგასინჯვეის პრინცეპები. ეს არის პროფილაქტიკური ღონისძიება, რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს.

რეპროდუქტოლოგია

featured_reproductologyრეპროდუქტოლოგიურ (ენდოკრინული გინეკოლოგია) კაბინეტში მიმდინარეობს რეპროდუქციული (შვილოსნობის პერიოდი) და კლიმაქტერული ასაკის ქალთა,ასევე ბავშვთა და მოზარდთა მკურნალობა. მიმდინარეობს უსვილობის, მენსტრუაციული ციკლის სხვადასხვა დარღვევების, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებისა დამათ მიერ გამოწვეული გართულებების, ჰორმონული დარღვევების (პათოლოგიური თმიანობა, გამონაყარი, ჭარბი წონა) კვალიფიციური მკურნალობა. ტარდება საშვილოსნოს ყელის სხვადასხვა პათოლოგიათა ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ინდივიდუალურად ხდება კონტრაცეფციის (ჩასახვის საწინააღმდეგო) სხვადასხვა მეთოდის შერჩევა.

ალერგოლოგია

featured_allergologyმსოფლიოში არსებული უახლესი მეთოდების მეშვეობით ასაკის შეუზღუდავად (უმტკივნეულო ტესტების, კანში და კანზედა სინჯების,ლეიკოციტოლიზის რეაქციის, ეოზინოფილების განსაზღვრის, ორგანზომილებიანი ნეიროადაპტაციური იმუნოსტიმულატორის საშუალებით) დავადგენთ ორგანიზმის მომატებულ მგრძნობელობას ნებისმიერი პრეპარატის, კვებითი, მცენარეული და სხვა ალერგიის მიმართ. განისაზრვრება  ფილტვის სასიცოცხლო ტევადობა. ჩაგიტარდებათ მკურნალობა, მათ შორის ჰომეოპათიური საშუალებებითაც.

რეაბილიტაციის კაბინეტი

featured_rehabilitationგთავაზობთ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რებილიტაციას კომპლექსში. სიმაღლეში ზრდის სტიმულაციას 16-17 წლამდე მოზარდეებში. ასევე ტარდება სქოლიოზის, ოსტეოქონდროზისა და რაქიტის ნარჩენი მოვლენების მკურნალობა. გეძლევათ საშუალება გაიაროთ სარეაბილიტაციო კურსი ნებისმიერი დაავადებების გადატანის შემდგომ, აქვე ფუნქციონირებს ორსულთა სკოლა, რომელსაც შეგიძლიათ მიმართოთ 14 -16 კვირის ორსულობის ვადიდან.

უროლოგია

featured_urologyკლინიკაში ტარდება შარდკენჭოვაბი დაავადებების დიაგნოსტიკა თანამედროვე ულტრაბგერითი აპარატურით. რენტგენოლოგიური გამოკვლევები – ინტრავენური უროგრაფიის ჩათვლით. წარმოებს ლაბორატურიული გამოკვლევების ფართო სპექტრი: მამაკაცებში პროსტატიტის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიისა (ადენობა) და კიბოს დიაგნოსტიკა, როგორც ლაბორატორიული ტესტირებით (PSA), ასევე საეჭვო უბნის დამიზნებითი ბიოფსიით. საშარდე გზების ინფექციების კლინიკო-ლაბორატორიული და ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა  მკურნალობის სრული პაკეტით.

სხვადასხვა

featured_variousფიბროგასტროსკოპია
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებათა დიაგნოსტიკა.

ანდროლოგია
წარმოებს მამაკაცის რეპროდუქციული ფუნქციის გამოკვლევა და დარღვევების შემთხვევაში მკურნალობა. ასევე სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

ენდოკრინოლოგია
ფუნქიონირებს ენდოკრინოლოგიური კაბინეტი, სადაც წარმოებს ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლის, საკვერცხეების, პანკრეასის დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

ნეიროსონოსკოპია
ბავშვის თავის ტვინის ულტრაბგერითი დათვალიერება ყიფლიბანდიდან, ნეიროსონოსკოპია ჩასატარებლად მარტივია, ბავშვისთვის უსაფრთხო დროული დიაგნოსტიკა კი თავიდან აგაცილებთ თქვენი შვილის ჯანმრთელობის შეუქცევად გართულებებს.

კარდიოტოკოგრაფია
აღნიშნული მეთოდი საშუალებას გვაძლევს მუცლად ყოფნის პერიოდში შევისწავლოთ ნაყოფის გულისცემა, ჟანგბადით მომარაგება და განვსაზღროთ საშვილოსნოს მდგომარეობა(ტონუსი).